საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ოზურგეთში იმყოფება. სააკაშვილი სამედიცინო ცენტრში მივიდა და ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, პრეზიდენტთან ერთად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილიც იმყოფებოდა.
ჯანმრთელობის დაცვის ახალი სადაზღვევო პოლისი დღეიდან ამოქმედდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სადაზღვევო მომსახურებით 600 ათასამდე პენსიონერი ისარგებლებს. პოლისი ამბულატორიული მომსახურებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს სრულად დაფარავს. გათვალისწინებულია ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობისთვის საჭირო თანხები.