ლოტკინზე, წერონისის 132 ნომერში "ქართული ოცნების " ოფისი გაიხსნა. პრეზენტაციას „ქართული ოცნების" ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიტი თეა წულუკიანი დაესწრო, რომელმაც ოფისის ფუნქციონირების მნიშვნელობაძე ისაუბრა.
წულუკიანმა მოსახლეობას ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში აღნიშნულ მისამართზე მისვლა ურჩია. მისივე თქმით, ოფისის დაქირავება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ზეწოლის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას" ერთ-ერთმა ღირსეულმა ადამიანმა საკუთარი სახლი რისკის ფასად დაუთმო.
„ძალინ მნიშვნელოვანი დღეა მთელი საარჩევნო კამპანიის მანძილზე, „ქართული ოცნების" გამარჯვების დროშა აქაც დავარჭე, რომელსაც დღეს სიმბოლური დატვირთვა აქვს, ხვალიდან კი ფუნქციური მნიშვნელობის იქნებახოლო მერაბ სამადაშვილს მინდა გავუგზავნო მესიჯი, რომ ლოტკინი მხოლოდ მისი არ არის. თავსხმა წვიმის მიუხედავად, დღეს აქ შეიკრიბა უამრავი ადამიანი, რაც სტიმულს მაძლევს მეტი თავგამოდებით ვიბრძოლი მათი უკეთესი მომავლისთვის" - განაცხადა „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის