ქუთაისში, საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ აქტივისტი დააკავეს. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, დაკავებული ყოფილი პოლიციელი გელა გოშაძეა.
კოალიციაში აცხადებენ, რომ გელა გოშაძის დაკავების ზუსტი დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ და აღნიშნავენ, რომ ამას ახლა არკვევენ.
ჯერჯერობით უცნობია აგრეთვე გოშაძის დაკავების მიზეზიც.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა თქმით, გოშაძე „ქართული ოცნების“ ქუთაისის საარჩევნო შტაბის მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული.