შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის სალომე მახარაძის განცხადებით, ლოპოტას ხეობაში ამჟამად, სრული სიმშვიდეა. როგორც მახარაძე From.ge -სთან საუბარში აღნიშნავს, ხეობაში დასახლებულ პუნქტში არავითარი საფრთხე აღარ არსებობს.
„იქ არავითარი საფრთხე არ არსებობს. აბსოლუტური სიმშვიდეა. იმ ტერიტორიაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობდა იცით, რომ მიმდინარე სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია. მას შემდეგ იქ, ადგილობრივი პოლიციის ქვედანაყოფები მუშაობენ“, - განაცხადა მახარაძემ.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ დევნის ოპერაციისას, განხორციელებული სპეცოპერაციის დროს, გარდაცვლილი 11 ახალგაზრდა არა დაღესტნის არამედ, პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტები არიან, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ჩვენს განცხადებაში გარდაცვლილების ვინაობის შესახებ, მითითებულია. ყველაზე სათითაოდ არ იყო ინფორმაცია, თუმცა ჩვენ მივუთითეთ, რომ 11 გარდაცვლილიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ჩრდილოეთ კავკასიიდანაა. ახლა ექსპერტიზა და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შემდგომ კი, მათი ვინაობის შესახებ ზუსტად გაცნობებთ. ინფორმაცია, თითქოს გვამები ამოიცნეს და აშ, რა თქმა უნდა ტყულია“, - განაცხადა მახარაძემ.
შეკითხვის პასუხად, რომ პანკისის ხეობაში გარდაცვლილებს ელოდებიან და ის, რომ დაღუპული პანკისელი ქისტები არიან, ამას თვითონ ხეობის მაცხოვრებლები ამბობენ, მახარაძე განმარტავს, რომ „მე გაწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციას. რას ამბობენ ერთეული ადამიანები არ ვიცი“, - განაცხადა მახარაძემ.