„ქდმ" პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა. პრეზენტაცია ბათუმში, პარტიის ოფისში გაიმართა, სადაც კანდიდატები პირადადად ლიდერმა გიორგი თარგამაძემ წარმოადგინა.
საპარლამენტო არჩევნებში ქდმ-ს ხულს მაჟორიტარობის კანდიდატი კახა მელაძე იქნება. შუახევში - შოთა ჯიბლაძე, ქედაში - ელგუჯა ნაკაშიძე, ხელვაჩაურში - შუქრი თურმანიძე, ქობულეთში - თამაზ ბაკურიძე, ბათუმში - ირაკლი ნარაკიძე.
რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, უმაღლეს საბჭოში ხულოს ქდმ-ს კანდიდატად რობერტ ხოზრევანიძე დასახელდა, შუახევში - ნუგზარ ფუტკარაძე, ქედაში - ნადეჟდა ჯაბნიძე, ხელვაჩაურში - ზაზა შაშიკაძე, ქობულეთში - ნუგზარ ბაჯელიძე, ბათუმში - ნიაზ ზოსიძე.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკის „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება" პარტიული სიის პირველი ათეული ასეთია: ნიაზ ზოსიძე, ნუგზარ ფუტკარაძე, მურმან დავითაძე, ზაზა შაშიკაძე, გიორგი მახარაშვილი, რუსლან ბარამიძე, ნინო მელქაძე, ნადეჟდა ჯაბნიძე, ნუგზარ ბაჯელიძე, რობერტ ხოზრევანიძე.