31 აგვისტოს, დაახლოებით 22 საათზე ნინოწმინდის გამგეობიდან პოლიციის თანამშრომლებმა “ქართული ოცნების” აქტივისტი ლეონ ვარდანიანი აიყვანეს.
როგორც ინფო9-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი, პოლიციის უფროსის მანქანაში პოლიციის უფროსმა და სხვა მაღალჩინოსანმა პოლიციელებმა ჩაისვეს და სომხეთის საბაჟოსკენ წაიყვანეს.
თვითმხილველების, გოგა ჟვანიასა და ბეჟან გუნავას განაცხადებით, ისინი დაედევნენ პოლიციის მანქანას, მაგრამ ბოლოს კვალი დაკარგეს. ამის შემდეგ, აღნიშნული მანქანა მთელი ღამის განმავლობაში იდგა ნინოწმინდის გამგეობის წინ, ხოლო ლეონ ვარდანიანის ადგილსამყოფელის გარკვევა ვერ მოხერხდა.
გამგეობიდან გამოსული პიროვნებები თავს არიდებდნენ ჟურნალისტებს. ერთ-ერთი მათგანი ჟიგულის მარკის ავტომანქანით გაიქცა, თუმცა შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა და მიმალვა სცადა და მისგან ვერანაირი ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა.