მეგაპოპულარული ამერიკული პოპ როკ ჯგუფი Maroon 5-ის საქართველოს ბანკს საავტორო უფლებების დარღვევისთვის სასამართლოში უჩივლებს. მსოფლიოში ცნობილი ჯგუფის საპროდიუსერო კომპანიის განცხადებით, ჯგუფის ჰიტის „Moves Like Jagger” უნებართვოდ გამოყენებით საქართველოს ბანკმა მათი სავტორო უფლება დაარღვია.
ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესნიუსის” Maroon 5-ის გენერალურმა პროდუსერმა მაკს მარტინმა ინტერნეტ მიმოწერის დროს განუცხადა. მაკს მარტინის თქმით, ისინი აპირებენ კონსულტაციები გაიარონ ამერიკელ იურისტებთან და შემდეგ ქართულ სასამართლოში უჩივლონ საქართველოს ბანკს.
შეგახსენებთ, საქართველოს ბანკმა წარმოადგინა ახალი ვიდეოკლიპი, სადაც Maroon 5-ის ჰიტი „Moves Llike Jagger“-ია წარმოდგენილი.
საქართველოს ბანკის სარეკლამო კამპანიის მისამართით სკანდალი გასულ წელსაც აგორდა, რადგან მან კომპანია „ფოლკსვაგენის” რეკლამის კოპირებაც მოახდინა.