ნაციონალური მოძრაობის პარტიულ სიაში ყოფილი დეპუტატის ნაზი არონიას ქალიშვილი მარიამ საჯაია იქნება. საზაფხულო დასაქმების პროგრამის Summer job-ის სპიკერი მარიამ საჯაია 21 წლის არის. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ახალი სახეა.
თავის დროზე საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევდა თუ ვინ იქნებოდნენ 21 წლის ასაკის დეპუტატობის კანდიდატები, რადგან მათ პარლამენტში მოსახვედრად კონსტიტუციაში სპეციალური ცვლილება შეიტანეს და სადეპუტატო ცენზი 25 წლიდან 21 წლამდე დასწიეს.
პარლამენტის ყოფილი წევრის, ამჟამად აუდიტის სამსახურის თანამშრომლის ნაზი არონიას ქალიშვილი მარიამ საჯაია მმართველი პარტიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სახეა.