"Victoria's Secret-ის“ ცნობილი ინგლისელი მოდელი და მსახიობი როზი ჰანტინგტონ უაიტლი დღეს ბრიტანული ბრენდის Marks & Spencer -ის დღის გმირი გახდა. მან წარმოადგინა თეთრეულის ახალი ხაზი, რომელზეც იმუშავა, არა მხოლოდ როგორც მოდელმა, არამედ როგორც დიზაინერმა.
ახალი კოლექციის პრეზენტაციის საზეიმო ღონისძიება ოქსფორდ სტიტზე გაიმართა. საზოგადოების წინაშე როზი დახურული შავი კაბით წარსდგა.
კოლექციაში Rosie for Autograph წარმოდგენილია თეთრეულის 33 კომპლექტი, რომელიც რეტრო სტილშია გადაწყვეტილი.