„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში მათ მიერ ჩატარებული მონიტორინგის პროცესში საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე ტიპის დარღვევა დაფიქსირდა. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ანგარიში, რომელიც მთელი აგვისტოს პერიოდში ჩატარდა, გამოიკვეთა საჯარო მოსამსახურეების საარჩევნო კამპანიაში უკანონო მონაწილეობის ასევე ამომრჩევლის მოსყიდვის, წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების და სააგიტაციო მასალის განთავსების წესების დარღვევის რამდენიმე ფაქტები.
კერძოდ, ორგანიზაცია აცხადებს, რომ 5 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში სოფლის რწმუნებული ვაჟა მახარაძე სამუშაო საათებში თავად არიგებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სააგიტაციო მასალას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად კი, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას წინასაარჩევნო აგიტაცია ეკრძალებათ. ამ ქმედებისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში დღესასწაულზე პოლიციის თანამშრომლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიმბოლიკიანი მაისურებით გადაადგილდებოდნენ, რაც მოსახლეობისთვის აგიტაციად აღიქმება.
ანგარიშში საუბარია ასევე ამომრჩევლის მოსყიდვის კონკრეტულ ფაქტებზეც, რომელიც საარჩევნო კოდექსით იკრძალება და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია.
„25 აგვისტოს, სოფელ ჩარგალში გამართულ ვაჟაობის დღესასწაულზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ოტიაშვილმა ღონისძიების ერთ-ერთ მონაწილეს, გიორგი ბასილაშვილს პირდაპირ სცენაზე გადასცა 500 ლარი. ასეთი ქმედება განხილული უნდა იქნეს, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა, რისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სამ წლამდე პატიმრობა და საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციიდან მოხსნა“-აღნიშნავს ორგანიზაცია.
ანგარიშში საუბარია ასევე წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებზეც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ განმარტებით, ადმინისტრაციული რესურსის მეშვეობით წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელის შეშლის ფაქტს ჰქონდა ადგილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარში, სადაც „ქართული ოცნების” წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, სავარაუდოდ ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულმა მანქანამ გაზი გაუშვა.
„ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანებში, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ,,სოფლის პროგრამის’’ ფარგლებში სოფლის გზის რეაბილიტაციაზე მომუშავე მუშები თავიანთ საქმიანობას „ერთიანი ნაციონალუი მოძრაობის” მაისურებში ჩაცმულები ახორციელებდნენ, რაც ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტს წარმოადგენს და აკრძალულია“, - ნათქვამია ორგანიზაციაში.
ანგარიშში ორგანიზაცია ყურადღებას სააგიტაციო მასალის განთავსების წესების დარღვევაზეც ამახვილებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ცესკოსა და უწყებათაშორის კომისიას აღნიშნულ ფაქტებზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. ამასთან, ორგანიზაცია ზემოთ მოყვანილ დარღვევებზე მოკვლევის დაწყებას