ფილიპინების მახლობლად მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მოსახლეობის ერთი ნაწილი უსახლკაროდ დარჩა. დანგრეულია სახლები და განადგურებულია ინფრასტრუქტურა. 7,6 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები კუნძულ სამირიდან 146 კილომეტრის მოშორებით, ოკეანეში დაფიქსირდა, რამაც რეგიონის მთელ რიგ ქვეყნებში ცუნამის საფრთხე გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით განგაში მოიხსნა.