საარჩევნო ბლოკ „ბიძინა-ივანიშვილი-ქართული ოცნების“ წევრი თედო ჯაფარიძე 29-30 აგვისტოს ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საქართველოში არსებული წინასაარჩევნო სიტუაცია გააცნო. შეხვედრა აგრეთვე Think Tank-ის წარმომადგენლებთან გაიმართა.
აღნიშნულის შესახენ ინფომაცია პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის facebook –ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
თედო ჯაფარიძემ ბრიუსელში შეხვედრებისას გაახმაურა კოალიციის ძირითადი გზავნილები და ევროპელ კოლეგებს გააცნო ბიძინა ივანიშვილის მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი.
ბრიუსელში ვიზიტამდე, თედო ჯაფარიძე ლონდონში იმყოფებოდა, სადაც ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ჩეთენ ჰაუზის წარმომადგენლებს შეხვდა.