ნაციონალებმა საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს საიდუმლო დავალება მისცეს. ამ რამდენიმე დღის წინ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები დაიბარეს და პარტიული დავალება მისცეს. დავალების შინაარსი, რა თქმა უნდა, საპარლამენტო არჩევნების „კარგად“ ჩატარებას უკავშირდება. ნაციონალური მოძრაობისთვის არჩევნების „კარგად“ ჩატარება რასაც გულისხმობს, ეს ძნელი გამოსაცნობი არ არის.
როგორც From.ge-ს აცნობეს, მმართველი პარტიის წევრებმა საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს კიდევ ერთი გაფრთხილება მისცეს. კერძოდ, საარჩევნო უბნების თავმჯდომარეებს უთხრეს, რომ თუ ნაციონალები მათ უბნებზე გამარჯვებას არ მოიპოვებენ, მაშინ დაჯარიმება ელოდებათ. დაჯარიმება კი საკმაოდ სოლიდური თანხას შეადგენს.
ერთ-ერთი საარჩევნო უბნის წარმომადგენელი იმასაც ამბობს,რომ მმართველი პარტიის წევრებმა უბნის თავმჯდომარეს უთხრეს, რომ თუ უბანზე ნაციონალები გამარჯვებას არ მოიპოვებენ, მაშინ 2 ათასი ლარით დააჯარიმებენ. ჯარიმა არა მარტო საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს, არამედ ნაციონალების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებსაც შეეხება.
ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრები საკმაოდ შეფიქრიანდნენ, რადგან უბნის წაგების შემთხვევაში, ფინანსური სანქცია მოელით.
ნაციონალური მოძრაობის მიერ შემუშავებულ სქემას კიდევ ერთი შეემატა. მათ, შესაძლოა საკუთარი წევრების დაჯარიმება დაიწყონ. ეს სანქცია კი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ნაციონალებს ისეთი შედეგი არ ექნებათ, რასაც ელიან.
ერთ-ერთი საარჩევნო უბნის წარმომადგენელი იმასაც აცხადებს, რომ ნაციონალები საკუთარ კოორდინატორებსა და საარჩევნო კომისიის ზოგიერთ წევრს აღარ ენდობიან, ამიტომ ახალი ფინანსური სქემის ამუშავება დაგეგმეს.
წინასაარჩევნოდ, მმართველი პარტია სანქციებისა და ჯარიმების დაწესებით ისე გაერთო, რომ გამორიცხული არ არის ფინანსური ბერკეტი საკუთარი წევრების მიმართაც აამოქმედოს.