დინი ვირსალაძის ჯაზ–საღამო აუქციონით დასრულდება (VIDEO)

დინი ვირსალაძის ჯაზ–საღამო აუქციონით დასრულდება (VIDEO)

6 სექტემბერს, კუს ტბაზე, დინი ვირსალაძისა და მისი კვარტეტის ჯაზ-საღამო Jazz Swing Day გაიმართება. კონცერტს კაფე-კლუბი Kiiito Sound Beach 21:00 საათიდან უმასპინძლებს.

ერთსაათიანი კონცერტის განმავლობაში სმენელს ამერიკული კლასიკური ჯაზის მოსმენის საშუალება ექნება. კონცერტის პარალელურად 11:00 საათიდან გაიმართება დინი ვირსალაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნება მისი, 20- ამდე ძველი და ახალი ნამუშევარი, რომლის ყიდვა მსურველებს კონცერტის ბოლოს გამართულ აუქციონზე შეეძლებათ.