ლედი გაგა დეკემბრის თვეში რუსეთს ეწვევა და ორ ქალაქში გრანდიოზულ შოუ-კონცერტს გამართავს. კონცერტი მისი მსოფლიო ტურნეს „Born This Way Ball“-ის ფარგლებში იმართება.
9 დეკემბერს ლედი პეტერბურგში, 12 დეკემბერს კი მოსკოვში იმღერებს. ბილეთები გაყიდვაში გუშინ ჩაეშვა და როგორც ამბობენ, ეპატაჟური პოპ მომღერალს სტადიონებზე მსმენელი ნამდვილად არ მოაკლდება.
მსოფლიო ტურნე "The Born This Way Ball" ლედი გაგას ალბომის "Born This Way"-ს მხარდასაჭერად მიმდინარეობს. ეს ალბომი 2011 წელს გამოვიდა, ტური კი 2012 წლის 27 აპრილს სეულში დაიწყო. მომღერლის ოფიციალურ საიტზე პეტერბურგისა და მოსკოვის კონცერტები მითითებული არ არის, აქ წერია, რომ ბოლო კონცერტი 3 დეკემბერს კეიპტაუნში ჩატარდება.