საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიაში პარალელურად ჩატარებული კარდაკარისას აღმოჩენილი დარღვევები წარადგინეს.
ზაქარია ქუცნაშვილმა კომისიაში ამჯერად 25 ათასამდე განაცხადი შეიტანა. უსუსტობები მოიცავს, როგორც სიაში აღმოჩენილ გარდაცვლილებს, ასევე გამორჩენილ და საზღვარგარეთ წასულ ამომრჩეველს.
კანონის მიხედვით, კომისიამ აღმოჩენილ უსუსტობაზე დასაბუთებული პასუხი 2 დღის ვადაში უნდა გასცეს. ზაქარია ქუცნაშვილის ამ მოთხოვნას მამუკა კაციტაძის გაღიზიანება მოჰყვა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კომისიის თავმჯდომარე მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს.
საერთო ჯამში „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო კომისიას სიებში აღმოჩენილი 80 ათასამდე უზუსტობის თაობაზე აცნობა.
„კოალიციის ცენტრალური შტაბი აგრძელებს მუშაობას ამომრჩეველთა სიების დაზუსტებაზე. მოგეხსენებათ, კანონის ძალით საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა პარტიას, ყველა კოალიციას აქვს უფლება შემოიტანოს ამომრჩეველთა სიაში არსებული უზუსტობები. ჩვენ გადმოგვეცა აგვისტოს თვის მეორე ნახევარში სახელმწიფო კომისის მიერ, კარდაკარის შედეგები ჩვენ სასწრაფო წესით გადავამოწმეთ ეს კარდაკარის შედეგები და გვინდა წარმოგიდგინოთ ის ცდომილეები, რაც გაპარულია სახელმწიფო კომისიის მუყშაობის დროს. მხოლოდ ზუგდიდის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ 4 000 მეტი უზსუსტობა იქნა აღმოჩენილი, რაც ვერ დააფიქსირა სახელმწიფო კომისიას. შესაბამისად, ჩვენ წარმოვადგენთ 25 000 მეტს განცხადებას უზუსტობის თაობაზე, რაც სახელმწიფო კომიაისმ ვერ აღმოაჩინა. ესაა ოთხი კატეგორიის უზუსტობა: გარდაცვლილი ამომრჩევლები, უცხოეთში მყოფი ამომრჩევლები, მიწერილი ამომრჩევლები და გამორჩენილი ამომრჩევლები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ერთიან სიაში“, - განაცხადა ქუცნაშვილი.