დღეს, 3 სექტემბერს, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში, ანიმაციური ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი” გაიხსნება.
ფესტივალზე მიწვეულნი არიან უცხოელი ანიმატორები, რომლებიც ჩაატარებენ მასტერკლასებს. ასევე წარმოდგენილი იქნება დრეზდენის საერთაშორისო ფესტივალის ფილმების პროგრამა. ირინა კოდიუკოვა - რეჟისორი (ბელარუსი); მიხეილ ალდაშინი - რეჟისორი (ბელარუსი); სერგეი სერიოგინი - სუზდალის ფესტივალის დირექტორი (რუსეთი); თენგიზ სიმიონოვი და ნატალია ორლოვა - სტუდია ანიმოსის ხელმძღვანელები (რუსეთი); ვოლფგანგ ბელინჰოფი (prof.dr.Wolfgang Belinhoff) - ფილოსოფოსი და კინომცოდნე, ვაიმარის ბაუჰაუსის უნივერსიტეტის პროფესორი (გერმანია); ადამ პტაკი - სტუდია “SE-MA-FOR”- ის დირექტორის მოადგილე (პოლონეთი); ვიტოლდ გირში - რეჟისორი (პოლონეთი).
მოწვეული სტუმრებს შორის არიან რეჟისორები რუსეთიდან ალექსანდრ პეტროვი და გარი ბარდინი.
ფესტივალი ნიქოზის „ხელოვნების სკოლის“ და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით და ეროვნული კინოცენტრის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
როგროც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში, რადგან ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით ბავშვების განათლებასა და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
ფესტივალი 8 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურება.