ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური სუბიექტების პარტიული და მაჟორიტარული საარჩევნო სიების წარდგენის ვადა დღეს 18:00 საათზე იწურება.
ამ დრომდე ცესკო-ში სიები 8 პოლიტიკურ სუბიექტს აქვს წარდგენილი- "ქართულ ოცნებას", "ახალ მემარჯვენეებს", "ქართულ დასს" , "სამართლიან საქართველოსთვის", "მომავალ საქართველოს", "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზას", "ჩვენს ქვეყანას" და "მერაბ კოსტავას საზოგადოებას".
ცესკო პარტიების პარტიულ და მაჟორიტარულ სიას ოფიციალურად 6 სექტემებერს გამოაქვეყნებს.