ნაციონალურმა არხებმა ბერას სარეკლამო დროის მიყიდვაზე უარი უთხრეს

ნაციონალურმა არხებმა ბერას სარეკლამო დროის მიყიდვაზე უარი უთხრეს

23 აგვისტოს ბერა ივანიშვილმა დაიწყო სოლო ტურნე საქართველოს რეგიონებში. უკვე გაიმართა კონცერტი საჩხერესა და ბათუმში, დღეს დაგეგმილი კონცერტი ბორჯომში კი ლოპოტის ხეობაში მომხდარი ტრაგედიის გამო გადავდეთ. თუმცა,  კონცერტები რომლებიც დაგეგმილია 9 რეგიონში აუცილებლად გაიმართება და ბორჯომსა და ოზურგეთს ბერა აუცილებლად ეწვევა.

თქვენ იცით, რომ ნებისმიერი ტურნე საჭიროებს შესაბამის საინფორმაციო და სარეკლამო კამპანიის წარმოებას. ჩვენ სარეკლამო დროის ყიდვის თხოვნით მივამრთეთ ნაციონალურ ტელემაუწყებლებს: „რუსთავი 2“-ს, „იმედს“ და საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ყველა ქვეყანაში კერძო ტელევიზია ყიდის სარეკლამო დროს და სწორედ ამ შემოსვალით მართავს თავის ბიზნესს. სამწუხაროდ, ქართულმა „კერძო“ სატელევიზიო არხებმა, „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა ყოველგვარი არგუმენტის გარეშე უარი განგვიცხადეს სარეკლამო დროის მოყიდვაზე. უარი განგვიცხადა სარეკლამო კომპანია „მაგი სტილმა“, რომელიც ფლობს რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ  პირობებეს, ასევე, დამატებით  მივართეთ სხვა სარეკლამო კომპანიებსაც: Universal, McCann, Starcom, - OMD , MPG Georgia , CREATOR ,PUBLICIS HEPTA GEORGIA, 10&Co. Georgian Media Exchange, Media Art , Das Marketing,  Delta,  Media TV  international , Betterfly , TBC TV, Maggi Style Media  და პასუხი იყო ანალოგიური.

საინტერესოა, საზოგადოებრივი მაუწყებელის პოზიცია, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის მიერ გადახდილი გადასახდით ფინანსდება, მათი პასუხი იყო ანალოგიური - უარგუმენტო უარი სარეკლამო დროის ყიდვაზე.

(ღიმილით) ამით ბერას ტურნეს არაფერი დააკლდება, როგორც ხედავთ ძალიან დიდია დასწრების სურვილი, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ საზოგადოებამ იცოდეს, როგორია დამოკიდებულება.

ეს ტურნე არ წარმოადგენს პოლიტიკურ რეკლამას და არის სოლო შემსრულებლის - ბერას კონცერტები სხვადასხვა რეგიონში, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ აღმოვჩნით გაუგებარი და არაჯანსაღი პროცესის ნაწილი და ვთვლით, რომ პოლიტიკური ნიშნით გვეთქვა უარი სარეკლამო კამპანიის წარმოებაზე. 

გასაგებია, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება არჩენების მოახლოებას  და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ აქტივობას, მაგარამ გვინდა ვთქვათ, რომ ბერა ამ პოლიტიკური პროცესის დაწყებამდე იყო პოპულარული მომღერალი და ის პოლიტიკისგან დამოუკიდებლადაც გააგრძელებს საქმიანობას.

მთავარი მაინც ისაა, რომ სადაც ჩავდივართ სიყვარულით გვხვდებიან და გვიერთდებიან.