"თავისუფალი საქართველო" : „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო აგიტაციისთვის ჩინელებს იყენებს

პარტია “თავისუფალი საქართველოს” ინფორმაციით,  ნაციონალური მოძრაობა ჩინელებს საარჩევნო კამპანიისთვის იყენებს.

როგორც პარტიის ხარაგაულის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გია ყურაშვილი აცხადებს, საქართველოში ინტენსიური ხასიათი მიიღო ჩინეთის მოქალაქეების მასობრივმა იმიგრაციამ. მაშინ როცა, ყოველწლიერად სხვადასხვა ქვეყნებში ემიგრანტი ქართველების რიცხვი რეკორდული სისწრაფით იმატებს, ხდება ათეულ ათასობით ჩინეთის მოქალაქის შემოსვლა და დამკვიდრება საქართველოში („თავისუფალი საქართველოს“ მონაცემებით, ბოლო წლებში, დაახლოებით 40.000 ჩინეთის მოქალაქე ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში საცხოვრებლად).

 მისი შეფასებით, აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია, განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში, საარჩევნო წელსშევიდა. ხდება ჩინელების მასიურად ქართულ გვარებზე ჩაწერა, დასაქმება სხვადასხვა ობიექტებზე და მათთვის იმგვარი პრივილეგიების მინიჭება, რითაც, ხშირ შემთხვევაში, ვერ სარგებლობენ ჩვენი ქართველი თანამოქალაქეები. ყოველივე ამის სანაცვლოდ, ხელისუფლების მხრიდან, ხდება მათი ჩართვა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო აგიტაციაში.

 როგორც ჩანს, ხელისუფლება უკვე ნათლად აცნობიერებს, რომ მას ქართველ ხალხში დასაყრდენი პრაქტიკულად აღარ დარჩა და „ნაციონალური მოძრაობა“ იმედებს ამყარებს უცხოეთიდან შემოსულ ემიგრანტებზე, რომელთათვისაც სავსებით უცხოა საქართველოს ეროვნული ინტერესები და მათ ერთადერთ მიზანს მატერიალური სიკეთის მისაღებად კონფორტული გარემოს მოწყობა წარმოადგენს.

 „თავისუფალი საქართველო“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, მოხდება უცხოელების მიერ მიტაცებული მიწების, საძოვრების და ტყეების ნაციონალიზაცია. ყველა ის სიკეთე, რითაც არსებული ხელისუფლების პირობებში სარგებლობენ ჩინელები, ინდოელები თუ სხვა წარმოშობის საშოვარზე ჩამოსული უცხოელები, დაუბრუნდება ქართველ ხალხს.