“ნაციონალურმა მოძრაობამ უსკო-ში  პარტიული სია წარადგინა

“ნაციონალურმა მოძრაობამ უსკო-ში პარტიული სია წარადგინა

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პარტიული სია წარადგინა.

 სიის პირველი ნომერი ქალაქის ყოფილი მერი რობერტ ჩხაიძეა, მეორე ნომრად უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ასმათ დიასამიძეა წარდგენილი, მესამე ნომერი ბიზნესმენი ირაკლი კვერღელიძეა.

 სიის ათეულშია ფრიდონ სირაბიძე, პეტრე ზამბახიძე, ეკატერინე თარგამაძე, მურმან ბერიძე, გელადეკანაძე, ვაჟა ბოლქვაძე, გიორგი შარაშიძე.