თავისუფალი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია მოსახლეობის გამოკითხვას ჩაატარებს

თავისუფალი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია მოსახლეობის გამოკითხვას ჩაატარებს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია, მოსახლეობის პოლიტიკური განწყობების გამოკვლევის მიზნით, გამოკითხვას ჩაატარებს. ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლადო ბულბულაშვილმა განაცხადა

 „კვლევა ჩატარდება როგორც სატელეფონო, ასევე რესპოდენტების ქუჩაში გამოკითხვის პრინციპით. სულ გამოიკითხება 700 რესპოდენტი. კითხვარი შედგება როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალური ხასიათის კითხვებისგან და ის იქნება საჯარო.

 აღსანიშნავია, რომ „თავისუფალი საქართველო“ პოლიტიკური პარტიების მიერ ერთობლივი სოციოლოგიური კვლევის ჩატარების ინიციატივით აგვისტოს დასაწყისში გამოვიდა, თუმცა პარტიის შეთავაზებას დანარჩენი პოლიტიკური სპექტრიდან გამოხმაურება არ მოყოლია. ამდენად, შემდგომში, რომელიმე პოლიტიკური ძალის მხრიდან, კვლევის სანდოობის ეჭვის ქვეშ დაყენება, არამერთებული იქნება“, - აღნიშნა ბულბულაშვილმა.

„თავისუფალი საქართველო“ ასევე მიმართავს ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას (როგორც პოლიტიკურს, ასევე არასამთავრობო სექტორს), დააკვირდნენ გამოკითხვის პროცესს ნებისმიერ ეტაპზე.