კომპანია „ნატახტარი“ ლუდი „კაიზერს“ ოფიციალურად წარადგენს

კომპანია „ნატახტარი“ ლუდი „კაიზერს“ ოფიციალურად წარადგენს

ორშაბათს, 3 სექტემბერს, 11.00 საათზე კომპანია „ნატახტარის“ ქარხანაში (მის: დაბა ნატახტარი) ახალი ლიცენზირებული გერმანული ბრენდის ლუდი „კაიზერის“ ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება. გერმანულ ალაოზე დამზადებულ  და გერმანული ტექნოლოგიით წარმოებულ ლუდს მოწვეულ ჟურნალისტებსა და სტუმრებს კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი წარუდგენს. პრეზენტაციას ასევე დაესწრება კაიზერის მმართველი და ლაუსების საგვარეულოს წარმომადგენელი ჟოზეფ ლაუსი.

პრეზენტაციის შემდეგ  ჩატარდება მედია-ტური. ჟურნალისტები დაათვალიერებენ კომპანიის ლუდსახარშს, გაეცნობიან ლუდი „კაიზერის“ ხარშვის, წარმოების და ჩამოსხმის ტექნოლოგიას.

კომპანია „ნატახტარმა“ გერმანული ლუდის ჩამოსხმის თაობაზე ლიზენცია ლუდსახარშ „კაიზერ ბრაუსგან“ 2012 წელს მიიღო. „კაიზერი“ საქართველოს ლუდის ბაზარზე პირველი ლიცენზირებული გერმანული ბრენდია, რომლის წარმოება და ჩამოსხმაც საქართველოში ხორციელდება. ის მზადდება გერმანული ტექნოლოგიითა და უმაღლესი ხარისხის  გერმანულ ალაოთი. 0.5 ლ. ბოთლის ფასი 1.7 ლარია.

მოკლე ისტორიული ექსკურსი...

ლუდი Kaiser-ის ისტორია 1522 წლიდან იწყება, როდესაც პრინც ეპისკოპოსმა Bamberg-დან  Weigand von Redwitz-მ გამოსცა ოფიციალური ლუდის ხარშვის ნებართვა სოფელ  Neuhaus-ში.

პერიოდულად გერმანიის სხვადასხვა რეგიონში იმართებოდა ტრადიციული ლუდის ფესტივალები. ერთ-ერთი შეჯიბრის გამარჯვებულად ბავარიის გარეუბანში მცხოვრები ლაუსის საგვარეულო რეცეპტით დამზადებული ლუდი გამოვლინდა.

ლუდი აღიარეს როგორც სამეფო ლუდი და მისი სამეფო სახელწოდების გამო ის მოიხსენიებოდა შეძახილით - კაიზერი მეფობს!

1929 წელს ლუდმა კაიზერმა მიიღო კომერციული რეგისტრაციის უფლება და დღეს დღეისობით მისი ქარხანა წარმოდგენილია კომპანია Kaiser Bräu GmbH & Co.KG, - ის სახით, Neuhaus-ში.

2012 წელს ლუდსახარშმა ნატახტარი ოფიციალურად შეიძინა ლუდი კაიზერის წარმოების ლიცენზია - მათი ტექნოლოგიის გამოყენების უფლება, გერმანელი ტექნოლოგების ხარისხის კონტროლის სრული, პერმანენტული პასუხისმგებლობით.