ირაკლი ალასანია სოფელ დარჩელის მოსახლეობას შეხვდა (VIDEO)

ირაკლი ალასანია სოფელ დარჩელის მოსახლეობას შეხვდა (VIDEO)

 დეპუტატობის კანდიდატმა სოფელში არსებულ  პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე დეტალურად ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება ალასანიამ შეხვედრაზე მცირე და საშუალო  ბიზნესის განვითარების მხარდამჭერ ფონდზე გაამახვილა, რომელის დაარსებას კოალიცია „ ქართული ოცნება“ ხელისუფელაში მოსვლის შემტხვევაში აპირებს.   შეხვედრის დასასრულს ირაკლი ალასანიაამ კიდევ ერთხელ შეთავაზა ოპონენტს დებატებში მონაწილეობა.

 „მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩემს ოპონენტს, რომ ძალიან მინდა ღია ეთერით დავსხდეთ და ვიდებატოთ, ვის რა შეგვიძლია ზუგდიდისთვის, ვის რა შეგვიძლია დარჩელისთვის. ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე და მტერი  არის უმუშევრობა და სიღატაკე.   ჩვენ აუცილებლად შევცვლით ამ რეალობას და ზუგდიდი გახდება ყველაზე წელში გამართული რეგიონი საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.