ივანიშვილი: ხელისუფლება  კვლავ ამ ხელწერით თუ იმოქმედებს, საერთაშორისო თანამეგობრობა არჩევნების არანაირ შედეგს არ გაუფორმებს

ივანიშვილი: ხელისუფლება კვლავ ამ ხელწერით თუ იმოქმედებს, საერთაშორისო თანამეგობრობა არჩევნების არანაირ შედეგს არ გაუფორმებს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, კოალიციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე არაერთგვაროვანი და კრიტიკული შეფასებები მოულოდნელი არ ყოფილა.

ივანიშვილის განცხადებით, მნიშვნელობა  აქვს არა იმას, თუ რას იტყვიან ხელისუფლების წარმომადგენლები, უფრო მნიშვნელოვანი ის არის, თუ რას მოიმოქმედებენ.

„მთავარი აქცენტი ჩვენი მხრიდან არის ის, რომ მათ განცხადებებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ და საერთაშორისო თანამეგობრობა აუცილებლად ერთპოზიციაზე ვიქნებით იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რა უკანონობითაც ხელისუფლება კოალიციის წინააღმდეგ მოქმედებს. ეს ევროპელებისა და ამერიკელებისთვის მარტივი გასაგებია. შესაბამისად, ჩვენ საერთო ხედვას გამოვიმუშავებთ. ხელისუფლებას კი ორი არჩევანი აქვს - ან დაიხიონ უკან და კანონიერების ფარგლებში იმოქმედონ, ან უარესს მიიღებენ“, - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ქმედება თუ ამ ხელწერით გააგრძელა, საერთაშორისო თანამეგობრობა მათ არჩევნების არანაირ შედეგს არ გაუფორმებს.

ივანიშვილის განცხადებით, ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას არანაირი რესურსი არ აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, ივანიშვილი მათ ურჩევს კანონის ფარგლებს დაბრუნდეს.

„მე არ გამაჩნია იმის სურვილი, რომ ნებისმიერ ქართველს ქვეყნის შიგნით არ ედგომებოდეს და მის ფარგლებს გარეთ არ ეცხოვრებოდეს. იმედია, გონს მოვლენ ისინი. ჩვენ კი საერთაშორისო თანამეგობრობასთან აუცილებლად მოვნახავთ საერთო ენას და საერთო პლატფორმა გვექნება“, - განაცხადა ივანიშვილმა.