"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" საარჩევნო ათეული

ეროვნული და დემოკრატიული საქართველო, არა რუსეთს!, - ეს  "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის " 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი გზავნილია.  ედპ-მ ბაზალეთზე საარჩევნო სიის პრეზენტაცია გამართა. "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" საარჩევნო სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება: საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბაჩუკი ქარდავა, მეორე  ნომრად კი  - გურამ ჩახვაძე დასახელდა.

ათეულში დანარჩენი ნომრები შემდეგნაირად გადანაწილდა: მესამე – ნონა ახალბედაშვილი, მეოთხე – კახა ჯიქია, მეხუთე – შოთა ინანეიშვილი, მეექვსე – ეკატერინე შინდაგორიძე, მეშვიდე – მიხეილ მორჩილაძე, მერვე – ტალატ ქემიროვი, მეცხრე - მერაბ ჩხაიძე და მეათე – რუსუდან კიკალიშვილი.

დღესვე ედპ-ს ლიდერმა და   სიის პირველმა ნომერმა ბაჩუკი ქარდავამ,  ბაზალეთში პრეზენტაციაზე პარტიული სიასთან ერთად  მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.

"ეროვნულ-დემოკრატებმა" საბურთალოზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ედპ-ს ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩახვაძე დაასახელეს. ვაკეში - გელა კვაჭანტირაძე, ჩუღურეთში - ედპ-ს თბილისის ბიუროს ლიდერი ნონა ახალბედაშვილი, მთაწმინდა - სიმონ კოპაძე, გლდანი - რუსუდან კიკალიშვილი.

მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინეს "ეროვნულ-დემოკრატებმა" საქართველოს რეგიონებში, ზუგდიდში ედპ-ს კანდიდატი სამეგრელოს ბიუროს ლიდერი კახა ჯიქია იქნება, სენაკში - უტა ლიპარტია, ქუთაისში - იმერეთის ბიუროს ლიდერი შოთა ინანეიშვილი, წყალტუბოში - მიხეილ ჟორჟოლიანი, ლანჩხუთში - გურიის ბიუროს ლიდერი მერაბ ჩხაიძე, რუსთავში - გოჩა ცეკვაშვილი, ბოლნისში - ბესო ნებიერიძე, თელავში კახეთის ბიუროს ლიდერი ზურაბ ქოჩიშვილი.

საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს ედპ-ს პოლიტიკური მდივანი გოგა გოგნიაშვილი. საარჩევნო კამპანიის პროცესში ედპ-ს პრესსპიკერი ეკა შინდაგორიძე იქნება.

"ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ" ბაზალეთზე სრული მობილიზება გამოაცხადა და სექტემბერში ედპ აქტიური საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყოველდღიურ რეჟიმში გამართავს შეხვედრებს საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან.