ირაკლი ალასანია სოფელ ორსანტიას მოსახლეობას შეხვდა (VIDEO)

ირაკლი ალასანია სოფელ ორსანტიას მოსახლეობას შეხვდა (VIDEO)

ალასანიამ შეკრებილებს „ქართული ოცნების“სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, დასაქმების, განათლების პროგრამები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.

 „დღეს რაც ამ სოფელს ყველაზე მეტად აწუხებს  მივიწყებული სოფლის მეურნეობა, ტოტალური უმუშევრობა და გაზრდილი ფასებია. ჩვენ  ვისაუბრეთ  სტრატეგიაზე,  თუ როგორ გავმართავთ გლეხს წელში, დავუდგებით გვერდზე სოფლის მეურნეობას. აგრეთვე  ვისაუბრეთ რეგიონალური მასშტაბის ჰოსპიტალზე, რომელიც აშენდება ზუგდიდში დ  აუფასოდ მოემსახურება , როგორც ადგილობრივებს, ასევე აფხაზ მოსახლეობას. ვისაუბრეთ  მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე,როგორ შეიქმნება საზოგადოებრივი ფონდი,რომელიც განავითარებს მცირე და საშუალო ბიზნესს . ეს დაასაქმებს ორსანტიელებსაც და ზუგდიდელებსაც.  შიდა გზების მოსაწესრიგებლად გამოიყოფა თანხები , ყველა სოფელს ექნება, სკოლა, საბავშვო ბაღიდა სამედიცინო პუნქტი“-განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასასრულს.

დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს ბიზნესის განვითარების მხრივ გეგმებიც გააცნო და განაცხადა, რომ დაგეგმილია საზოგადოებრივი ფონდის შექმნა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.