ივანიშვილი: სიის პირველ-მეორე ნომრად პოლიტიკაში ახალი სახეებია, რადგან საზოგადოებას ახალი სახე სურდა

ივანიშვილი: სიის პირველ-მეორე ნომრად პოლიტიკაში ახალი სახეებია, რადგან საზოგადოებას ახალი სახე სურდა

„კახი კალაძე ძალიან ნიჭიერი, საინტერესო და თავდადებული ადამიანია“, - ასე ახასიათებს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი „ბლოკ ივანიშვილი - ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველ ნომერს, კახი კალაძეს.

ივანიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კალაძე კოალიციაში მყოფ სუბიექტებთან შედარებით გამოუცდელია, ის კარგად ერკვევა საქართველოში არსებულ ვითარებაში და ძალიან ღირსეულად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს.

„მახსოვს, პირველი შეხვედრა კახი კალაძესთან. როცა ვკითხე, სად სურდა წარდგენა მიპასუხა სადაც მეტყვით, თუნდაც თქვენს გვერდით თავით დავდგებიო. იმ დღიდან მოყოლებული კახი ამ პოზიციაზეა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, თუ რატომ არის კახი პარტიული სიის პირველი ნომერი ამას სხვა ბევრი დატვირთვაც აქვს და აღნიშნავს, რომ პირველი და მთავარი ის არის, რომ იგი აბსოლუტურად დამსახურებული პიროვნებაა.

„თუ რაიმე კარგი შეიძლება თქვა ადამიანზე, კახი თავისი წარსულით ყველაფერს იმსახურებს. თუმცა საკმაოდ ახალგაზრდაა, მაგრამ ეს პირველი და მთავარი არაა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი განმარტებით, ბლოკის პარტიული სიის პირველ-მეორე ნომრად პოლიტიკაში ახალი სახეები თუნდაც იმიტომ არის წარმოდგენილი, რომ საზოგადოებას ახალი სისხლი, ახალი სახე სურდა.

შეკითხვის პასუხად, რატომ არ არის პარტიული სიის პირველ ნომრად წარმოდგენილი პოლიტიკაში გამოცდილი და კოალიციის ერთ ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანია, ივანიშვილი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ალასანიას დიდი წვლილი მიუძღვის და ძალიან დამსახურებული პოლიტიკოსია, რადგან კოალიციაში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს და სიაში 50%-ით ის უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, პირველი პირი ლოგიკურადაც ამ პარტიიდან