ანა პოლიტკოვსკაიას შესახებ თრილერს გადაიღებენ

ანა პოლიტკოვსკაიას შესახებ თრილერს გადაიღებენ

ცნობილი რუსი ჟურნალისტის ანა პოლიტკვოსკაიას  გახმაურებული მკვლელობის შესახებ რუსეთში ფილმს გადაიღებენ.

ფილმის რეჟისორი და სცენარისტია რაზა მალალაი და მასში მონაწილეობა დონალს საზერლენდსაც შესთავაზეს.

ითამაშებს თუ არა საზერლენდი ფილმში ჯერჯეობით უცნობია, თუმცა ცნობილი ისაა, რომ პოლიტკოვსკაიას მეგობრის როლზს ამერიკაში მცხოვრები რუსი მსახიობი ჯია სკოვა შეასრულენს.

ფილმს „Shoot the Breeze“ ჰქვია და ის მოსკოველ დეტექტივზე მოგვითხრობს, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობის საქმეს იძიებს. გადაღებები 2013 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელმაც სახელი ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის თემაზე მუშაობით გაითქვა, 2006 წელს, მოსკოვში საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს.