თეა წულუკიანი თემქის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

თეა წულუკიანი თემქის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი დღეს თემქის მე-3 მ/რ პირველი კარტლის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

 წულუკიანის განცხადებით, თემქაზე, ისევე როგორც მთელს რაიონში, უმუშევრობის პრობლემაა. ადამინებს არ აქვთ ოჯახის შენახვის, ავადმყოფის მოვლის, ბავშვებისთვის კარგი განათლების მიღების შესაძლებლობა.

 „თემქაზე ამჯერად ვიმყოფებით გაპარტახებულ სკვერში, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას თავი რომ შეეწუხებინა წალკოტად შეიძლებოდა ქცეულიყო. ცხადია, ეს ერთადერთი პრობლემაა თემქის დასახლებაში. ადამიანებს აქ უსამართლობის, სოციალური უთანასწორობის განცდა აწუხებთ. მოსახლეობას დავპირდი, რომ პირველი ოქტომრიდან ეს განცდა წარსულს ჩაბარდება“ , - განაცხადა წულუკიანმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა შეკრებილ საზოგადოებას ასევე „ქართული ოცნების“ დასაქმების, ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის პროგრამები გააცნო.

 დღესვე თეა წულუკიანი 20.00 საათზე ლოტკინზე, წერონისის 132 ნოერში „ქართული ოცნების“ ოფისს გახსნის.