ფანჯიკიძე: სახელმწიფო სამსახურში გატარებული 16 წელი ვფიქრობ, კარგი გამოცდილებაა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობისთვის

ფანჯიკიძე: სახელმწიფო სამსახურში გატარებული 16 წელი ვფიქრობ, კარგი გამოცდილებაა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობისთვის

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, „ბლოკ ივანიშვილი  ქართული ოცნების“ პარტიული სია ჯანსაღი დისკუსიის შედეგად ჩამოყალიბდა.

მისი თქმით, სიის შედგენისას კამათი იყო, თუმცა ეს კამათი დაპირისპირებას არ ნიშნავს.

ფანჯიკიძის განმარტებით, პარტიული სიის შედგენისას პრიორიტეტები შემდეგნაირად გადანაწილდა - პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს სიის 50%, დანარჩენ პარტიებს კი თითოს 10-10 % შეხვდა.

„თუ არ ვცდები ზუსტად არის დაცული ის, რომ სიის 50% გვაქვს „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და პარტიული სიის 200 კანდიდატიდან 100 კანდიდატი უნდა იყოს ამ პარტიის, დანარჩენ კანდიდატებს კი აქვთ 10-10%. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მათგანს სიაში 20 კანდიდატი ყავთ წარმოდგენილი. შემდეგ შემუშავდა თუ როგორ უნდა ყოფილიყო ყოველივე ეს გადანაწილებული. პარტიების წარმომადგენლებმა თავიანთი სიები თვითონ წარმოადგინეს. ასე რომ, ყველაფერი დემოკრატიულად გადაწყდა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება „ბლოკ ივანიშვილი - ქართულ ოცნების“ პარტიულ სიაში მის რიგითობასა და დიპლომატიური სამსახურიდან საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას, ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ეს მის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა.

„16 წელი, რომელიც სახელმწიფო სამსახურში გავატარე, ვფიქრობ, კარგი გამოცდილებაა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობისთვის“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ცნობისთვის,  მაია ფანჯიკიძე „ბლოკ ივანიშვილი - ქართული ოცნების“ მე-14 ნომერია. ის 16 წელი ჰოლანდიასა და გერმანიაში საქართველოს ელჩი იყო.