„ქართული ოცნების“ სახელით  ნინოწმინდაში კენჭს- ალბერტ ნურბეგიანი, მარნეულში კი - მახირ დარვიევი იყრის

„ქართული ოცნების“ სახელით ნინოწმინდაში კენჭს- ალბერტ ნურბეგიანი, მარნეულში კი - მახირ დარვიევი იყრის

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს ნინოწმინდისა და მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

კოალიციის სახელით ნინოწმინდაში კენჭს- ალბერტ ნურბეგიანი, მარნეულში კი - მახირ დარვიევი იყრის.

„ეს იყო ყველაზე მძიმე რეგიონები და კოალიციამ ბევრი იფიქრა, თუ ვინ ყოფილიყო არ რაიონებში მაჟორიტარი კანდიდატები და საბოლოოდ საუკეთესო ვარიანტები შეარჩია"“, - განაცხადა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც 1 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის სიის ნომრად კახა კალაძე დაასახელა, პრემიერ მინისტრობის კანდიდატად კი - საკუთარი კანდიდატურა დაასახელა.