1 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრობის კანდიდატი თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პრემიერ მინისტრობის კანდიდატთან ერთად პარტიის სიის პირველი ნომერი - კახა კალაძე წარმოადგინა.
სიის დასაწყისი ასე გამოიყურება: კახა კალაძე, მანანა კობახიძე, ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, გოგი თოფაძე, გუბაზ სანიკიძე, ზვიად ძიძიგური, ივანე კიღურაძე, დავით საგანელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, კობა დავითაშვილი, გია ჟორჟოლიანი და გიორგი გაჩეჩილაძე.
ცესკოში კოალიცია 200 კაციან სიას შეიტანს.