„ქართული ოცნების“ პარტიის სიის პირველი ნომერი კახა კალაძე იქნება

„ქართული ოცნების“ პარტიის სიის პირველი ნომერი კახა კალაძე იქნება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს პარტიის სიის პირველ ნომრად კახა კალაძე დაასახელა.

სიის პირველი ნომერი ივანიშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრეზენტაციაზე პირადად წარმოადგინა.

„კალაძეს ყველა თვისება აქვს, რაც სჭირდება ჩვენს გუნდს. მას აქვს სახელმწიფოში მუშაობის გამოცდილება“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება სიის მომდევნო ნომრებს, ესენი არიან - მანანა კობახიძე, ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, გუბაზ სანკიძე, გოგი თოფაძე, ზვიად ძიძიგური, დავით საგანელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და ვანო კიღურაძე. სიაში მეთერთმეტე კობა დავითაშვილია, მეთორმეტე - "სოციალ-დემოკრატი" გია ჟორჟოლიანი, მეცამეტე - "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გია გაჩეჩილაძე. ასევე, პირველ ოცეულში არის "ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე, რომელიც სიაში მეთოთხმეტეა. 

პარტიულ სიაში სულ 200 კანდიდატია წარმოდგენილი.