ცესკო: ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის  5 საარჩევნო სუბუიექტი დარეგისტრირდა

ცესკო: ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 5 საარჩევნო სუბუიექტი დარეგისტრირდა

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის საარჩევნო სიები ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განუცხადა. 

პარტიული და მაჟორიტარული სიები წარმოდგენილი აქვთ "ახალ მემარჯვენეებს", "ზვიად გამსახურდიას გზა - თავისუფალ საქართველოს", პარტიას "მომავალი საქართველო", პარტიას "სამართლიანი საქართველოსთვის" და "ჯონდი ბაღათურია - ქართულ დასს". 

მან ასევე ისაუბრა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

„უცხოეთში საარჩევნო უბნები 11 სექტემბერს დაიწყებს ფუნქციონირებას და ამ საარჩევნო უბნებზე ემიგრანტებს შეეძლებათ საკუთარი თავი სიაში გადაამოწმონ“, - განაცხადა აზარაშვილმა.

რაც შეეხება პარტიული და მაჟორიტარული სიის რეგისტრაციას, რეგისტრაციის ვადა ხვალ იწურება, ხოლო სიებს ცესკო 6 სექტემბერს გამოაქვეყნებს.