„ქართული დასის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ჯონდი ბაღათურია

„ქართული დასის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ჯონდი ბაღათურია

საარჩევნო სიის პირველი ნომერი "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურიაა, მეორე კი – პოლიტიკური გაერთიანება "განახლებული საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნანა გულუა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული საარჩევნო სია "ჯონდი ბაღათურია – ქართულმა დასმა" შეიტანა. 

სიაში მომდევნო ადგილებს იკავებენ: ირაკლი ქარდავა, ანზორ ბაღათურია, ლევან გვარმიანი, ჯემალ ანთიძე, მაია სირაძე, გოჩა გულუა, ხათუნა ჩარკვიანი და გიორგი ბაშარული.

სულ პარტიულ სიაში 173 კანდიდატია წარმოდგენილი. პარტიას მაჟორიტარი კანდიდატი 37 საარჩევნო ოლქში ჰყავს.

ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სია შემდეგმა საარჩევნო სუბიექტებმა შეიტანეს - „ახალი მემარჯვენეები", მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის", „ზვიად გამსახურდიას გზა - თავისუფალი საქართველო" და