„ქდმ“ პარტიულ სიაში ინგა გრიგოლია, ზაზა გაბუნია და ჯაბა სამუშია არაა

„ქდმ“ პარტიულ სიაში ინგა გრიგოლია, ზაზა გაბუნია და ჯაბა სამუშია არაა

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ნომერი გიორგი თარგამაძეა. პარტიული სიის პირველი ათეული კი, შემდეგნაირია: გიორგი თარგამაძე, ლევან ვეფხვაძე, გიორგი ახვლედიანი, მაგდა ანიკაშვილი, პაატა დავითაია, თამაზ გაიაშვილი, გიორგი რუხაძე, ზაზა ვეკუა, კახაბერ კორძაია, ნინო გურიელი და ზურა ხაჩიძე.

„ქდმ“-ს პარტიულ სიაში არ არიან ქდმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გლდანის რაიონში ინგა გრიგოლია, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  ზაზა გაბუნია და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა სამუშია.

თარგამაძის განცხადებით, მათ სიაში ყოფნაზე უარი თვითონ განაცხადეს და საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლას პირდაპირ აპირებენ.

სიაში ასევე არაა ნიკა ლალიაშვილი.   თარგამაძე განმარტავს, რომ ის პოლიტიკურ ლიდერად ქდმ-ში კვლავ რჩება  თავის თავზე აიღებს პარტიის ლიდერების გადაადგილების და მოსახლეობასთან შეხვედრების, ასევე წინასაარჩევნოდ პარტიული საქმიანობის კოორდინირებას.