დევნის ოპერაციის მიმდინარეობის ადგილზე ბაჩო ახალაია მივიდა

დევნის ოპერაციის მიმდინარეობის ადგილზე ბაჩო ახალაია მივიდა

თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურის გავლით, დევნის ოპერაციის მიმდინარეობის ადგილზე დღეს დილით ბაჩო ახალაიაც მივიდა. ის აღნიშნულ ადგილას პოლიციის კიდევ ერთ კოლონასთან ერთად შევიდა.

ოპერაცია თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურიდან დაახლოებით 30 კმ-ის მოშორებით მიმდინარეობს, სადაც ტყის მასივზე საქართველოსა და დაღესტნის საზღვარი გადის. 

ამ ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება დღეს შსს-მაც გაავრცელა. მათი ინფორმაციით, მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული შეიარაღებული დაჯგუფების დევნის ოპერაცია. რაც შეეხება დეტალებს, ამასთან დაკავშირებით ადგილზე არანაირი ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.