სააკაშვილი: ეს თვითმფრინავი არ არის დეკორაცია - ის მართლა დაჯდა ამ აეროპორტში და მართლა აწერია - ქუთაისი- საპარლამენტო დედაქალაქი

სააკაშვილი: ეს თვითმფრინავი არ არის დეკორაცია - ის მართლა დაჯდა ამ აეროპორტში და მართლა აწერია - ქუთაისი- საპარლამენტო დედაქალაქი

ქუთაისის აეროპორტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს კონკურენციას გაუწევს“, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი ბილიკის გახსნის დროს განაცხადა.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, აუცილებელია თბილისში ფასებმა დაიწიოს, რათა ფრენა ყველა ფენის ადამიანს შეეძლოს.

მისივე თქმით, აღნიშნული ასაფრენი ზოლი გასულ წლებში რუსებმა ისე დაბომბეს, რომ ბილიკის მშენებლობისას, მუშები ჭურვების ნამსხვრევებს პოულობდნენ.

„მიუხედავად ამისა, მთავრობას დასავლეთ საქართველოს კურორტების განვითარებისთვის დიდი გეგმები აქვს, ხოლო აეროპორტი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებასა და შექმნის სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ, ისინი ასეთ პროექტების განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებენ.

 მისივე თქმით, ეს თვითმფრინავი არ არის დეკორაცია და აღნიშნა, რომ ის მართლა დაჯდა ამ აეროპორტში და მართლა აწერია - ქუთაისი - საპარლამენტო დედაქალაქი.

 „არ დაიწყონ მერე ვიღაცეებმა, რომ ფოტოშოპია და მონტაჟი, ყველაფერი რასაც ხედავთ ნამდვილია, მტრის თავლის დასაყენებლად და მოყვრის თვალის გასახარად“- განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა მალე თბილისშიც დაიწყება.