წინასაარჩევნოდ შექმნილი მედიაგარემოს შესახებ საქართველოს ეროვნული პლატფორმა განცხადებას გაავრცელებს

წინასაარჩევნოდ შექმნილი მედიაგარემოს შესახებ საქართველოს ეროვნული პლატფორმა განცხადებას გაავრცელებს

წინასაარჩევნოდ შექმნილი მედიაგარემოს შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები საქართველოში ხვალ განცხადებას ბრიფინგზე გააკათებენ. 
მათი ინფორმაციით, განცხადებას მხარს უჭერს 60 არასამთავრობო ორგანიზაცია.
ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოში აცხადებენ, რომ პლატფორმა ყურადღებას ამახვილებს მრავალფეროვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, ასევე მედიისა და ჟურნალისტების საქმიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ისინი აცხადებენ მზადყოფნას არსებული პრობლემები პროცესში ჩართულობით და მისთვის ხელშეწყობით გადაჭრან.
საქართველოს ეროვნული პლატფორმა ასევე, მიმართავს ხელისუფლებას, ევროკავშირის ინსტიტუტებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, პრიორიტეტულად განიხილონ განცხადებაში გამოკვეთილი საკითხები.