მიუნხენში ამერიკელების მიერ ჩამოგდებული ქიმიური ბომბი აღმოაჩინეს

მიუნხენში ამერიკელების მიერ ჩამოგდებული ქიმიური ბომბი აღმოაჩინეს

Abendzeitung Muenchen-ის ინფორმაციით, ხელისუფლებამ მიუნხენიდან 2500 კაცის ევაკუირება მოახდინა. ქალაქის ჩრდილოეთით, შვაბინგის რაიონში მშენებლობისას მუშებმა  მეორე მსოფლიოს ომის დროინდელი 250 კგ-იანი ბომბი აღმოაჩინეს. გამნაღმველები ვარაუდობდნენ, რომ ბომბის განაღმვას სწრაფადვე შეძლებდნენ, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. განაღმვითი სამუშაოები მას შემდეგ შეჩერდა, რაც აღმოჩნდა, რომ ბომბი გამდიდრებულია ნელი მოქმედების ქიმიური ნივთიერებებით.

მეორე გერმანული გამოცემა Sueddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით კი, ბომბი მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელებმა ჩამოაგდეს. ის მიწაში ვერტიკალურად ჩამოვარდა, გამნაღმველების შეფასებით, მისი აფეთქება ყოველ წუთსაა მოსალოდნელი.