ჯორჯ კლუნი ობამასთვის ფულს ჟენევაშიც აგროვებს

ჯორჯ კლუნი ობამასთვის ფულს ჟენევაშიც აგროვებს

ჰოლივუდის მსახიობმა ჯორჯ კლუნმა მორიგი წვეულება გამართა ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის ბარაკ ობამასთვის შემოწირულობების შესაგროვებლად. საღამო გუშინ  ჟენევის უძველეს ნაწილში გაიმართა. მაგიდა რესტორანში 1000 $-ი, ჯორჯ კლუნთან ერთად სურათის გადაღება 5000$-ი ღირდა, კლუნთან ერთად სადილობა კი 15 000 $-ი ღირდა. ეს თანხა კი დაახლოებით 35-მა ადამიანმა გადაიხადა.

სტუმართა სია არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ საღამოს 100-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამას მხარდასაჭერი წვეულება ჯორჯ კლუნმა მაისში საკუთარ მამულში გამართა. საღამოს ესწრებოდნენ ბარბარა სტრეიზანდი, სალმა ჰაიეკი, ტობი მაგუაირი და ჯეკ ბლეკი. კლუნის მამულში „დემოკრატებმა“ 6 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლეს.