ამერიკამ სპარსეთის ყურეში ატომური გადამზიდი გაუშვა

ამერიკამ სპარსეთის ყურეში ატომური გადამზიდი გაუშვა

ამერიკული ატომური გადამზიდი John Stennis „კიტსეპის“ სამხედრო-საზღვაო ბაზიდან სპარსეთის ყურისკენ გაემართა. კალიფორნიაში გადამზიდავს სამხედრო დაცვის გემები შეუერთდებიან.

პენტაგონის განცხადებით, გადამზიდზე სარაკეტო კრეისერი და ატომური წყალქვეშა ნავია, აგრეთვე ოთხი ბომბდამშენი F/A-18 , შვეულმფრენების ოთხი ესკადრილია და რადიოელექტრონული და შორეული რადიოლოკაციის აღმომჩენი ვეტმფრენების ესკადრილია იმყოფება. გადამზიდზე განლაგებულია 100 რაკეტა „ტომაგავკი“.

პენტაგონის ხელმძღვანელის ლეონ პანეტას განცხადებით, გადამზიდი მხოლოდ იმიტომ გაემგზავრა სპარსეთის ყურეში დადგენილ ვადაზე ადრე, რომ ამჟამად იქ მხოლოდ ერთი გადამზიდი იმყოფება.

ამერიკული მასმედიის ცნობით, ამ ეტაპზე სპარსეთის ყურისა და არაბეთის ზღვის ზონაში აგრეთვე იმყოფებიან ატომური გადამზიდები „ეიზენჰაუერი“ და „ენტერპრაიზი“, რომლებმაც იქ თავისი ყოფნის ვადა უკვე ამოწურეს.