ბიძინა ივანიშვილი ონის ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში წირვას დაესწრო

ბიძინა ივანიშვილი ონის ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში წირვას დაესწრო

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ონში, ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც წირვას დაესწრო.

ონიდან ივანიშვილი ამბროლაურშიც ჩავიდა, სანთლები ნიკორწმინდის ტაძარში დაანთო და მოსახლეობას მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო მარიამობის დღესასწაული. ეს დიდი დღესასწაულია და მას რაჭველები განსაკუთრებით აღნიშნავენ ხოლმე", - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა რაჭა-ლეჩხუმში შეხვედრები დაასრულა.

დღეს ის საარჩევნო შეხვედრებს უკვე იმერეთში იწყებს. 13:00 საათზე მხარდამჭერებს ტყიბულში, ხოლო 15:00 საათზე თერჯოლაში შეხვდება.