შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 12:00 საათისთვის დატოვებენ

შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 12:00 საათისთვის დატოვებენ

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს დატოვებენ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პატიმარი შეიწყალა პრეზიდენტმა.

შეწყალების სახელმწიფო კომისიის სხდომა 23 აგვისტოს გაიმართა. 206 მსჯავრდებულიდან კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 100-ზე მეტ პატიმარზე გასცა. მათ შორის, 14 ქალი და ერთი არასრულწლოვანია. 

კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძის განცხადებით, შესაწყალებელთა სიაში ერთი არასრუწლოვანი და 14 ქალია. მისი განმარტებით, შეწყალების რეკომენდაცია 9 არასრულწლოვანიდან მხოლოდ ერთს მიეცა, რადგან მხოლოდ მას ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დადებითი რეკომედაცია.