ირაკლი საბულუა სოფელ  მარანისა და  ზანათის მოსახლეობას შეხვდა

ირაკლი საბულუა სოფელ მარანისა და ზანათის მოსახლეობას შეხვდა

ბლოკ „ივანიშვილი - ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აბაშაში, ირაკლი საბულუა ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. დეპუტატობის კანდიდატი დღეს სოფელ გაღმა მარანსა და გაღმა ზანათის მოსახლეობას შეხვდა. ირაკლი საბულუამ ადგილობრივების  პრობლემები მოისმინა, მათ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას უგზოობა, უმუშევრობა, უტრანსპორტობა, მედიცინისა და  განათლების ხელმიუწვდომლობა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემა აწუხებს.

„ჩვენ ვგრძნობთ მოსახლეობის მხარდაჭერასა და თითოეული დანაპირები, რაც ჩვენ მათ მივეცით აუცილებლად შესრულდება. ყველა აბაშელის ძირითადი პრობლემები 1 ოტმობრიდან იქნება აღმოფხვრილი“, - განაცხადა მან.

დღესვე აბაშის მოსახლეობას ბუკლეტები დაურიგდათ, სადაც კოალიციის სამოქმედო გეგმა და საარჩევნო პროგრამაა წარმოდგენილი.