ბჟეზინსკი ირანისთვის ურანის გამდიდრების უფლების მინიჭებას ითხოვს

ბჟეზინსკი ირანისთვის ურანის გამდიდრების უფლების მინიჭებას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი უშიშროების საკითხებში ზბიგნევ ბჟეზინსკი ირანისთვის ურანის გამდიდრების უფლების მინიჭებას ითხოვს და აცხადებს, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მოლაპარაკებები დადებითად დასრულდეს.

ბჟეზინსკი თავის წიგნში „სტრატეგიული თვალსაზრისი, ამერიკის კრიზისი და მსოფლიო ლიდერობა“ წერს, რომ ამერიკის ჯარების შეყვანა ერაყში ტრაგედია და შეცდომა იყო. ბჟეზინსკი აცხადებს, რომ ირანში შეჭრა კიდევ უფრო დიდი ტრაგედია იქნება. „ჩვენ არ უნდა მივიდეთ იმ წერტილამდე, რომ განვაცხადოთ-არ არის სხვა გამოსავალი გარდა ომისა“,-წერს ყოფილი მრჩეველი.

ბჟეზინსკი აზრით, ირანში შეჭრა საფრთხის ქვეშ დააყენებს ამერიკის სამხედრო ბაზებს ავღანეთსა და ერაყში, ამიტომაც ირანს ურანის გამდიდრების უფლება უნდა მიენიჭოს.