მურთაზ ხურცილავა: სამეგრელოს შეუძლია,  საქართველოს საკეთილდღეოდ  ყველაზე დიდი როლი ითამაშოს

მურთაზ ხურცილავა: სამეგრელოს შეუძლია, საქართველოს საკეთილდღეოდ ყველაზე დიდი როლი ითამაშოს

ბლოკ „ივანიშვილი - ქართული ოცნების“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარტვილში მურთაზ ხურცილავა მარტვილის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობა ხურცილავას სოფლის პრობლემების შესახებ ესაუბრა.

„გზა ჩვენ არ გვაქვს, წყალი და დენი. გვპირდებიან, - მოვალთ,გავაკეთებთ, მაგრამ დღემდე არაფერი გაუკეთებიათ“, - აცხადებენ სოფელ გოდოგანის მცხოვრებლები.

სოფელში 20 კომლია, მოსახლეობის ნაწილმა კი,  სოფელი ცუდი პირობების გამო დატოვა და სხვაგან გადასახლდა.

„სასწრაფო დახმარებას რომ ვიძახებთ, სოფლამდე ვერ მოდის,  რამდენიმე კილომეტრის დაშორებით აჩერებენ მანქანას და შემდეგ ფეხით მოდიან. სკოლაც კი არ გვაქვს, ბავშვებს ზამთარ-ზაფხულ 4 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ, რომ სკოლაში მივიდნენ“,- აღნიშნავენ ადგილობრივები.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას პირობა მისცა,  რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სოფელში ყველა პრობლემა მოგვარდება. 

„სამუშაო ადგილები იქნება. ასე უსაქმურად ახალგაზრდები არ იქნებიან. ეს ამ პიროვნებას მგონი გჯერათ, რომ შეუძლია. ყველაფერს დებს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცხოვროს. სამეგრელოს შეუძლია,  საქართველოს საკეთილდღეოდ  ყველაზე დიდი როლი ითამაშოს“, - განაცხადა  ადგილობრივებთან საუბრისას მურთაზ ხურცილავამ.