რუსული გემის კაპიტანს 65 000 ლარის გადახდა მოუწევს

რუსული გემის კაპიტანს 65 000 ლარის გადახდა მოუწევს

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქართველმა მესაზღვრეებმა ფოთის პორტში რუსული გემი „სიბირსკი-2128“ დააკავეს.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განცხადებით, გემმა ფოთის პორტში ფეკალური მასები ჩაღვარა. ფაქტზე დაკავებულია გემის კაპიტანი ვიქტორ კორიაკოვი, რომლის წინააღმდეგაც დაიწყო ადმინისტრაციული  წარმოება.

ფოთის სასამართლომ კორიაკოვს 65 000 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. კორიაკოვს დამატებით  605 ლარის გადახდა  ბუნების ზიანის მიყენებისთვის მოუწევს.

შტრაფის გადახდის შემდეგ გემს უფლება მიეცემა ფოთის პორტი დატოვოს.