„ტელემაყურებელთა კავშირი“ მედიასაშუალებებისგან მფლობელების ვინაობის,  ხარჯებისა და შემოსავლების გასაჯაროებას მოითხოვს

„ტელემაყურებელთა კავშირი“ მედიასაშუალებებისგან მფლობელების ვინაობის, ხარჯებისა და შემოსავლების გასაჯაროებას მოითხოვს

 „ტელემაყურებელთა კავშირი“ მედიასაშუალებების მფლობელების ვინაობის გასაჯაროობას მოითხოვს და ამ მიზნით,  მედიასაშულებებს ორი სახის მიმართვას - მოთხოვნებს და რეკომენდაციებს სთავაზობენ.  ამის შესახებ, for.ge-ს პრეს კლუბში დღეს „ტელემაყურებელთა კავშირის“ ბრიფინგზე კავშირის დამფუძნებელმა გიორგი კევლიშვილმა  და პენ კლუბის წარმომადგენელმა   ირაკლი კაკაბაძემ ისაუბრეს.

  From.ge  ტელემაყურებელთა კავშირის  შეთავაზებას მედია-საშუალებებისადმი უცვლელად გთავაზობთ

  „მედია, განსაკუთრებით ტელე-მედია, მნიშვნელოვან  ფუნქციას ასრულებს საზოგადოებრივი აზრის, და ამდენად –პოლიტიკური, ეკონომიკური, საგნმანათლებლო, კულტურული და სხვა პროცესების ფორმირებაში.

 ნებისმიერი მედიასაშუალება, მიუხედავად საკუთრების ფორმისა,  უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე.

 შეუძლებელია რაიმე სხვა ინტერესის უპირატესობის დაწესება და ადამიანებით მანიპულირების, შეგნებული სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელების, ასევე, მნიშვნელოვანი ინფორმაციის არგავრცელების, ძალადობის, პორნოგრაფიისა და სიძულვილის პროპაგანდის გამართლება პოლიტიკური, კომერციული, კორპორატიული ან სხვა ინტერესებით, რომელიც წინააღმდეგობაშიმოდის საზოგადოების სურვილთან და ინტერესთან - მიიღოს სრული და მართალი ინფორმაცია.

 ამიტომ, მედია, მისი თითოეული თანამშრომელი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად რომ მუშაობდეს, აუცილებელია იგი უპირატესად სწორედ საზოგადოების  წინაშე იყოს პასუხისმგებელი.

 ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში თანამედროვე ქართული მედია ჯერ საკმაოდ შორს დგას ამგვარივითარებისაგან.

 ტელემაყურებელთა კავშირის მიზანია ხელი შეუწყოს სიტუაციის  გაუმჯობესებას, მედიის საზოგადოების ინტერესებთან შესაბამის მუშაობას.

საჭიროა მედიის გათავისუფლება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის ზემოქმედებისაგან,ვერტიკალური, გარედან მართვის სისტემის მოშლა, და მის ნაცვლად მედია-საშუალებების, როგორც თვითორგანიზებადი დამოუკიდებელი  ინსტიტუტების ჩამოყალიბება.

 ამ მიზნით, მედია-საშუალებს ვთავაზობთ ორი სახის მიმართვას  მოთხოვნებს, და რეკომენდაციებს.

 მოთხოვნები:

 I ჩვენ ვითხოვთ ყველა ტელემედია-საშუალებისგან, ორი კვირის განმავლობაში დაასახელონ მფლობელთა ვინაობა.

 II ასევე, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, გამოაქვეყნონ და საჯარო და ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია 2012 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში მიღებული შემოსავლისა და ხარჯების შესახებ.

შემდგომ, პერიოდულად, მაგალითად ყოველკვარტალურად, მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია წინა კვარტალში მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ.

 უკლებლივ ყველა მედია-საშუალების მხრიდან ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეალური გამჭვირვალობის დამკვიდრებას და ტელემაყურებელს მისცემს საშუალებას თავად გაერკვეს რომელი ტელეარხი რა ფინანსური წყაროებით არსებობს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მისთვის ამ ინფორმაციის განსაჯაროება პრობლემატურ საკითხს არ უნდა წარმოადგენდეს, ხოლო ვისაც რაიმე აქვს დასამალი, მასზე საზოგადოება რეალურ შთაბეჭდილებას შეიქმნის.

 რეკომენდაციები:

 I ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ ყველა მედიას, შეიმუშავონ საკუთარი, ან შეუერთდნენ  უკვე არსებულ ეთიკის კოდექსს, გამოაქვეყნონ ფასეულობები და სტანდარტები, რომელთაA შესაბამისადაც ისურვებდნენ საზოგადოებას ემსჯელა მათ შესახებ.

 II ვთავაზობთ ყველა მედიას, შემოიღონ ”შიდა ომბუდსმენის” ინტიტუტი. ომბუდსმენის, როგორცთვითკრიტიკისა და თვითცენზურის  ფუნქცია უნდა იყოს მედია-საშუალების მუშაობის უწყვეტი მონიტორინგი  და კონსტრუქციული კრიტიკა, ასევე   საზოგადოებასთან ურთიერთობა მუშაობის გაუმჯობესების მიზნით.

 III ასევე, ჩვენი აზრით, მედიის მუშაობას სასიკეთოდ წაადგებოდა, თუკი ტელე-რადიო მაუწყებლობის, პრესის, ელექტრონული მედიის ხელმძღვანელობა დააწესებდა მმართველი საბჭოს ღია კრებებს, სადაც მოქალაქეებს ექნებოდათ დასწრების და საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის უფლება“.